ტრენინგის პირველი დღე
2018წლის 23 ივლისიდან დავიწყე ტრენინგი ინტელის ძირითადი კურსი-,პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება"
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი ტრენინგის მოდულებს და მის აქტივობებს,აგრეთვე გავეცანი ტრენინგის სახელმძღვანელოს მუშაობის პრინციპებს და მასში საჭირო ინფორმაციების მოძიების ხერხებს.
გავეცანი პროექტების ნიმუშებს და ვიმსჯელეთ მათ შესახებ.
შევქმენი ელექტრონული პორტფოლიო და მასში განვათავსე საჭირო ინფორმაცია.
ბოლოს შევქმენი ბლოგი და გავაფორმე.
ტრენინგზე მიღებული გამოცდილება დამეხმარება სასწავლო პროცეში დავნერგო პროექტით სწავლება.
25 ივლისი 2018წ
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღეს მიმოვიხილეთ წინა დღეს განხორციელებული აქტივობები.
შემდეგ კი მსმენელებმა წარმოვადგინეთ პროექტისთვის განკუთვნილი თემები.
გამოიკვეთა,რომ პროექტებით სწავლება განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას.
იმისათვის რომ,სამიზნე ჯგუფს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია პროექტის შესახებ უნდა შეგვექმნა მიზნობრივი სტატია და განგვეთავსებინა საჭირო ბუკლეტზე.სწორედ ბუკლეტის შექმნა იყო ჩვენი პრაქტიკული სამუშაო,რაც საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი გამოდგა.
მეორე დღეს ამოვწურეთ პირველი მოდული.
27ივლისი 2018წ
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს დავიწყეთ მეორე მოდულის განხილვა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,რომელიც მოიცავს:სწავლებისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები,საინფორმაციო,მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები,სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები ,საიდანაც შევარჩიეთ პროექტისთვის შესაფერისი უნარები,შემდეგ განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმა და ამოვიწერეთ საჭირო სტანდარტები.გავეცანით მიმართულების მიმცემ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი მიმართულების კითხვებს და მოვახდინეთ დღის შეჯამება.
სრულიად უცხო და ახალი იყო ჩემთვის დღევანდელი საკითხები,რაც დამეხმარება უფრო დახვეწილი პროექტის შედგენაში
30ივლისი 2018წ
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს ტრენერმა მიმოიხილა წინა სამ დღეს განხილული საკითხები,შემდეგ მოვახდინეთ ბუკლეტების პრეზენტაცია. გავაფორმეთ ბლოგის დიზაინი და მოვახდინეთ ბლოგზე დისკის ატვირთვა განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია:
- მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების სტრატეგიები
- წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები.
- პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები
- სტრატეგიები გაგებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის
- გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები
1 აგვისტო 2018წ
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს წინა დღის ნამუშევრების მიმოხილვით დავიწყეთ,ხოლო შემდეგ გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას და პროექტის პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა დავათვალიერეთ პროექტის პრეზენტაციის ნიმუშები და შემდეგ.ვიმუშავეთ poverpont-ში ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე.
ტრენერი გვესაუბრა საავტორო უფლებებზე და განვიხილეთ თუ როგორ მივუთითოთ გამოყენეული ლიტერატურა,რაც განვახორციელეთ პრაქტიკულად.ბოლოს ბლოგზე დავამატეთ ახალი გვერდი.
უღრმესი მადლობა დღევანდელი შრომატევადი და საინტერესო დღისთვის ქალბატონ რუსუდანს.
3 აგვისტო 2018წ
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღე კვლავ წინა დღის ტრენინგის მიმოხილვით დავიწყეთ
შემდეგ კი ვიმუშავეთ IV მოდულზე სასწავლო ნიმუშების შექმნა
როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები შეფასების დროს
გავეცანით მოდულის საკვანძო კითხვებს:
რამდენად დამეხმარება მოსწავლის ნაშრომის ნიმუშის შექმნა პროექტის ფარგლებში ჩემი მოლოდინების გამოკვეთასა და სასწავლო პროცესის დაგეგმვაში?
პროექტზე მუშაობისას უზრუნველვყო მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა?
გავეცანით მოსწავლის ნაშრომის ნიმუშებს და შაბლონებს შემდეგ მოსწავლის როლი მოვირგეთ,რათა შემექმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ავირჩიე ჩემი პროექტის შესაფერისი შაბლონი მოვიძიე ინტერნეტში საჭირო მასალები,რომელიც მოვათავსე როგორც მოსწავლის ნიმუშში, ასევე ჩემს საქაღალდეში ,,სურათები,აუდიო,ვიდეო ფაილში.
პროექტის გეგმის შაბლონში პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები შევავსეთ მიზნები.,ასევე ვიმუშავეთ ბლოგზეც,ავტვირთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
დღევანდელი დღისთვის და მუდმივი კონსულტაციისათვის კიდევ და კიდევ გმადლობთ ქალბატონო რუსუდან.
6 აგვისტო 2018წ.
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღეს გავიხსენეთ წინა დღეს გავლილი საკითხები შემდეგ კი გავეცანით მიმდინარე დღის სამუშაო გეგმას განვიხილეთ მეხუთე მოდული-მოსწავლეთა პროექტების შეფასება,ვისწავლეთ რუბრიკების შედგენა და გამოყენება. მიმოვიხილეთ შეფასების ზუთი სტრატეგია თითოეული სტრატეგიიდან ამოვწერეთ მეთოდები, ინსტრუმენტები, რომელიც მოვარგე ჩემი პროექტის გეგმას. ჩემი გეგმის შესაბამისად შევქმენი შეფასების რუბრიკები თითოეული მიზნისათვის.
დღევანდელ დღეს მიღებული ცოდნა დამეხმარება, როგორც პროექტების, ასევე გაკვეთილის მიზნების შეფასებისათვის.
8აგვისტო 2018წ.
ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგზე განხორციელებული აქტივობები,შემდეგ კი ვიმუშავეთ შეფასების ჩეკლისტებზე შევქმენით შეფასების ჩეკლისტი და შეფასების რუბრიკა.მომდევნო ეტაპზე კი განვიხილეთ მეექვსე მოდული ,,დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის".მოსწავლეთა წარმატებაში დიდი როლი ენიჭება ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებას,სწორედ მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე შევქმენი რამდენიმე ნიმუში და მოვათავსე სასწავლო პროექტის დამხმარე მასალებთან.
როგორც წინა დღეები დღევანდელი დღც ბევრის მომცემი იყო ჩემთვის,ტრენინგზე მუდმივად ვგრძნობდი ტრენერის მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას,
10 აგვისტო 2018წ
ტრენინგის შეჯამება
ტრენინგი სახელწოდებით ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება" მიმდინარეობდა ცხრა დღის განმავლობაში,რომელიც საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.გავეცანით
- 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს
- პროექტის მიზნებს,ამოცანებს
- ტრენინგის მოდულებს
- პროექტის გეგმის შაბლონს
ბოლო დღეს წარვადგინეთ ჩვენს მიერ მომზადებული პროექტები და გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილებები.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება სასწავლო პროცესში საინტერესო პროექტების განხორციალებაში.
No comments:
Post a Comment